"ასტრაზენეკას კონსულტანტობამდე 4 უნივერსიტეტის, მრავალი გამოწვევისა და სასოწარკვეთის გამოცდის ბედნიერება მხვდა წილად", — ამბობს დეა გოგიშვილი, რომელმაც საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით კი გრონინგენის და უფსალის უნივერსიტეტებში მოლეკულური მედიცინისა და ფარმაცევტული პრეპარატების ინოვაციის მიმართულებაზე ისწავლა. "ხშირად ვამბობ, ბოლო ორი წლის განმავლობაში 6 წელი ვიცხოვრე მეთქი", — განავრცობს დეა. დატვირთული სამუშაო და სასწავლო გრაფიკის ბოლოს, დეამ მრავალი უნარი შეიძინა და პროფესიული არჩევანი საბოლოოდ ტრანსლაციურ მედიცინაზე შეაჩერა.
დეა გოგიშვილი - 2021 წლის Forbes #30Under30-ის გამარჯვებული კატეგორიაში - "მეცნიერება"
ავტორი