ჩვენ ვართ წამყვანი მედია პლატფორმა და ვაერთიანებთ ახალგზარდა ლიდერებს. გახდი გაბედული საზოგადოების წევრი, რომელიც ხვალინდელ დღეს ქმნის დღეს

შემოგვიერთდი

შეფასება

დარგის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს თქვენი სოციალური გავლენის, გამომგონებლობის, მეწარმეობის, შემოქმედებითობის და განვითარების პოტენციალს. შესაბამისად 5 კატეგორიაში 30 გამარჯვებულს გამოავლენს, ხოლო Forbes Georgia დამატებით დაასახელებს თავის რჩეულს.

ნომინანტები

30 წლამდელთა სიით გაგაცნობთ ნიჭიერ, საქმიან ახალგაზრდა ლიდერებს, რომელთა ნაკვალევს უკვე სხვებიც მიჰყვებიან. ყოველ ახალ სიას მოაქვს ახალი სახეები, ბიზნეს იდეები და პროგრესი.

წესები

თუ გინდა მონაწილეობა და 2021 წლის 31 დეკემბრისათვის კვლავ 29 წლის იქნები შემოგვიერთდი:

  • I. შეავსე ონლიან განაცხადი დღეს
  • II. მოხვდი ფორბსის ე.წ „მოკლე სიაში“
  • III. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2022 წლის აპრილში

განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 მარტამდე

მედია

ფოკუსში: დავით თავაძე

სპექტაკლის მსვლელობისას საზღვრები უნდა გაქრეს, რათა ორივე მხარეს ამბავი და ემოცია გაცოცხლდეს.

გამარჯვებულები

კულტურა და სტილი

მუსიკა, ფერწერა, ლიტერატურა, თეატრი, კინო, არქიტექტურა, დიზაინი, მოდა, გართობა – ამ სფეროთა წარმომადგენლები მომავლის ესთეტიკას ქმნიან.

ტექნოლოგიები

ფინტექი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული კომერცია – ამ დარგებში პროგრესი პანდემიის პირობებში კიდევ უფრო დაჩქარდა. გავიცნოთ ახალგაზრდები, რომლებიც ხვალის მოთხოვნებს დღეს პასუხობენ.

მეცნიერება

ამ დარგის წარმომადგენელთა საუკეთესო მეგობარი, სოკრატეს აზრით, ეჭვია. ისინი ცდილობენ სამყაროში გაჩენილ ყველა კითხვას უპასუხონ და კაცობრიობას ახალი ცოდნა დაუქვემდებარონ.

ანტრეპრენიორები და მეწარმეები

კერძო ინიციატივას, ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება.

მედია და მარკეტინგი

ხელოვნებისა და ბიზნესის ხახუნისგან გაჩენილმა ნაპერწკალმა საქართველოში ნამდვილი ცეცხლი ააგიზგიზა. ამ ინდუსტრიის ქართველი მესვეურები მსოფლიოს ტოლს არ უდებენ.

ფორბსის რჩეული

სამეწარმეო სულისკვეთების წახალისება ყოველთვის Forbes Georgia-ს უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა, სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ სახეებსა და სახელებს, რომელთა წარმატებაც საქართველოს ბაზარზე ადვილად იზომება.

განაცხადი

FORBES-საქართველოს 30 UNDER 30 2021

Forbes-ი იწყებს 30 წლამდე ასაკის ლიდერების შერჩევის პროცესს. აპლიკაციის ონლაინ ფორმის შევსება შეგიძლიათ ყველას, ვისი წარმატებაც საქართველოს ბაზარზე ადვილად იზომება.

Forbes-ის მიზანია, მიაგნოს ახალ სახეებსა და სახელებს და დაეხმაროს მათ ცნობადობის გაზრდასა და კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევაში. ამ მიდგომით, Forbes-ი ქმნის 30-წლამდელთა საზოგადოებას, რომლებიც 21–ე საუკუნის ბიზნესსა და სხვა სფეროებში ყველასთვის საგრძნობ ძვრებს იწვევენ.

აპლიკაციასთან ერთად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია

სარეკომენდაციო წერილი:

  • უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ დეტალურ ინფორმაციას კანდიდატის საქმიანობის, მისი კონკრეტული მიღწევებისა და წვლილის შესახებ შერჩეულ კატეგორიაში;
  • გაცემული უნდა იყოს კომპანიის ხელმძღვანელის, ინვესტორის, დარგის ექსპერტის მიერ, რომელიც უშუალო შეხებაშია კანდიდატის მიღწევებთან;
  • მითითებული უნდა იქნეს რეკომენდაციის გამცემის სრული საკონტაქტო ინფორმაცია.
  • სარეკომენდაციო წერილის გარეშე აპლიკაცია არ მიიღება.

დაბადების თარიღის დამამტკიცებელი საბუთი (პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათი)

  • დაბადების თარიღის დამამტკიცებელი საბუთის წარმოდგენის გარეშე აპლიკაცია არ მიიღება.

რა ხდება ფორმის შევსების შემდეგ?

აპლიკაციის შევსების შემდეგ თქვენ მიიღებთ დასტურს ელექტრონულ ფოსტაზე, რომ აპლიკაცია წარმატებით გაიგზავნა. მონაცემებს პირველ ეტაპზე Forbes-ის სარედაქციო კოლეგია შეაფასებს. შედგება კანდიდატების ე.წ. მოკლე სია (short list), რომელიც გადაეცემა ჟიურის საბოლოო გამარჯვებულების გამოსავლენად.

ნომინანტის ასაკი

2021 წლის კონკურსში მისაღებად შესარჩევი კანდიდატი უნდა იყოს 29 წლის ან, უფრო ზუსტად, 2021 წლის 31 დეკემბრისათვის უნდა იყოს არა უმეტეს 29 წლისა (დაბადების წელი 1992 და შემდეგ).

წარმოშობა

კანდიდატის მოქალაქეობას არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა მნიშვნელოვანია თუ სად იმყოფებიან, საქმიანობენ და სად არის მათი ბიზნესი ცნობილი. ჩვენს შემთხვევაში ეს საქართველოა.

როგორ ქმნის FORBES-ი 30-წლამდელთა ჩამონათვალს?

ეს სამსაფეხურიანი პროცესია:

  • კანდიდატების მიერ სარეკომენდაციო წერილებისა და დაბადების თარიღს დამამტკიცებელი მოწმობის წარდგენა აპლიკაციის ფორმასთან ერთად (Forbes-ის რედაქციის მიერ სარეკომენდაციო წერილებში მითითებული ინფორმაციის შემდგომ გამოყენების/მოხსენიების უფლებით);
  • Forbes-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ 10 ფინალისტის შერჩევა თითოეული დარგისთვის;
  • დამოუკიდებელი ჟიურის მიერ თითოეულ კატეგორიაში საბოლოო 5 გამარჯვებულის გამოვლენა.

კატეგორიების ჩამონათვალი:

  • მეწარმეები და ანტრეპრენიორები
  • ტექნოლოგიები
  • მეცნიერება
  • მედია & მარკეტინგი
  • ხელოვნება, კულტურა, სტილი

რა მოხდება, თუ კომპანიას ან ორგანიზაციას ერთზე მეტი დამფუძნებელი ყავს?

თქვენ და თქვენს დამფუძნებლებს/ბიზნესპარტნიორებს შეგიძლიათ ერთობლივად დაასახელოთ 30 წლამდე ასაკის კანდიდატი. სიის შედგენისას დარწმუნდით, რომ შეიტანეთ ყველა თქვენი დამფუძნებლის ან/და პარტნიორის სახელი, რომლებიც 30 წლამდე ასაკის არიან. შეიძლება ყველა კანდიდატი ვერ მოხვდეს განსახილველ სიაში, თუმცა ცალკეული კანდიდატები შესაძლოა დარჩნენ.

ვინ არის ნომინაციების მესაკუთრე?

მას შემდეგ, რაც დააჭერთ „წარდგენას“, ინფორმაცია ხდება FORBES-ის საკუთრება. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი აპლიკაციის შინაარსი პროექტის რეკლამირებისა და პოპულარიზაციის მიზნით.

განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 მარტამდე

1
კანდიდატის წარდგენა
2
საქმიანობის აღწერა
3
რეკომენდატორი
4
გაგზავნა
საკუთარ თავს წარადგენთ ?

სარეკომენდაციო წერილი

სარეკომენდაციო წერილის ავტორი

კანდიდატი

სახელი და გვარი

Guram Adamia

დაბადების თარიღი

ელ.ფოსტა

ტელეფონის ნომერი

ID ბარათი ან პასპორტი

სოციალური ქსელი

საცხოვრებელი ქალაქი

საცხოვრებელი ქალაქი

წარმოშობის ქვეყანა

30/30 წლამდე კატეგორია

საქმიანობის აღწერა

პოზიცია

დეპარტამენტი

ორგანიზაციის დასახელება

ორგანიზაციის ვებ გვერდი

რეკომენდატორი

საკუთარ თავს წარადგენთ ?

კავშირი ნომინანტთან

სარეკომენდაციო წერილი

სახელი და გვარი

თანამდებობა

კომპანია

ტელეფონის ნომერი

• ელ.ფოსტა